12/01/2025
20:42
პოლიტიკა
მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ - დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან” გამოსულ ერთ-ერთ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
როგორც ნიკა მელიამ განმარტა, წარსულს ჩაბარდება აღნიშნული მოსამართლეების საქმიანობა.
“ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე გამოვიდა, ჯალათი მოსამართლე. ის საზოგადოებაში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ნაწამები ადამიანები მიჰყავდათ მათთან სასამართლოში და არც კი ეკითხებოდნენ როგორ აღმოჩნდა ყველა უსასტიკესად ნაცემი. დავალებას ასრულებენ. მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ. არ გამოუვათ, ხალხი სამართალს ითხოვს. დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა. წარსულს ჩაბარდება მათი საქმიანობა”, - აღნიშნა მელიამ.
0
0