
20 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტში “წაჩხურობის” დღესასწაული აღინიშნება.
სპეციალურად ამ დღისთვის, სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, მოსალოცად ძირითად უშვილო წყვილები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან, რომლებსაც თან მიაქვთ აკვნებში ჩაწვენილი თოჯინები.
წყვილები თოჯინებს ეკლესიის ეზოში ტოვებენ…
ამ დღეს მოსალოცად ის წყვილებიც ადიან, რომლებმაც წლების შემდეგ “სასწაული საკუთარ თავზეც იხილეს” და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინათ.
ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ.
“წაჩხურობის” დღესასწაული ყოველი აღდგომის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება.
ასევე, დღესასწაულზე სოფელ სალხინოში, ყველა ოჯახში, საგანგებოდ იშლება სუფრა. ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ეზოში შესვლა და დაპურება.
ძველი გადმოცემის თანახმად, ის ოჯახი, რომელიც მეტ სტუმარს უმასპინძლებს, “მადლი მასზე გადავა”.


0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026