
არსებობს თუ არა კომპრომატები ზელენსკიზე. - შეკითხვას პოდკასტში Арестович & Шелест: Как остановить войну? -ალექსეი არესტოვიჩი პასუხობს.
არესტოვიჩის თქმით, ამერიკელებს ზელენსკიზე კომპრომატები საკმარისად აქვთ და ის დიდი ხანია შეგროვილია. ესენია: ზელენსკის საბანკო ანგარიშების ბრუნვა და მოპარული მილიარდობით დოლარის კრიპტივალუტაში დამალვის მცდელობა.
„თანხის ოდენობა, როგორც ამერიკელებისგან მაქვს ინფორმაცია, 10 მილიარდს აჭარბებს“- ამბობს არესტოვიჩი.
ამასთან, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ამერიკელებს აქვთ ინფორმაცია, შეკვეთილ მკვლელობებზე, რომლებსაც ისინი ახალისებდნენ და ახალისებენ.
„აქვთ ინფორმაცია პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, იმაზე, რომ ისინი უთანხმდებიან კრიმინალებს, რათა არჩევნებისთვის ქუჩაში გამოსვლები აკონტროლონ და კრიმინალები პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენონ. ინფორმაცია აქვთ ასევე, იარაღის გაყიდვაზე აფრიკაში, მექსიკურ კარტელებზე... ყველა სქემაზე, რასაც სჩადიოდნენ და სჩადიან, ამერეკელებმა მშვენივრად იციან.“- ამბობს არესტოვიჩი.
თუმცა, მისი თქმით, ამერიკელები ამ წუთას სხვა მოცემულობიდან ამოდიან - კონკრეტულად კი, ტრამპი.
„ამერიკელები ამ წუთას სხვა მოცემულობიდან ამოდიან - კონკრეტულად კი, ტრამპი. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა არის ხომალდი, რომელსაც აწერია- „უკრაინა“, მას სამწუხაროდ, მართავს ზელენსკი და საჭიროა, ამ თვითმფრინავის დასმა. თუ ამ დროს ხომალდის მეთაურს მოიშორებენ, ეს კარგად არ აისახება ხომალდის წევრებზე და თავად ხომალადზე. ამიტომ, ისინი, ჯერჯერობით, არ აქვეყნებენ კომპრომატებს და არ აწარმოებენ გამოძიებას. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, სიტყვა- „ჯერჯერობით“- აცხადებს არესტოვიჩი.
0
0