13/06/2023
15:48
პოლიტიკა
„ამბობთ, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ საშვილოსნოში გაზარდოს ბავშვი და მონობის ამაზე უარესი ფორმა მე არ ვიცი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნება“ მონათმფლობელობის თანამედროვე ვერსიის შემოღებას ცდილობს.
„იმედი მაქვს, გადაიფიქრეთ თავდაცვის კოდექსის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე, რაც არის მისალოცი ამბავი ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
სულ ბოლო საკითხი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ არის ის, რომ თურმე ადამიანს საკუთარი სხეულიც არ ეკუთვნის, ქალბატონო „ოცების“ ქალბატონო დეპუტატებო. თქვენ ამბობთ, ადამიანს არ შეუძლია საკუთარ საშვილოსნოში გაზარდოს ბავშვი და მონობის ამაზე უარესი ფორმა მე არ ვიცი და თქვენ მონათმფლობელობის თანამედროვე ვერსიის შემოღებას ცდილობთ ამ ქვეყანაში.
სანამ ჩვენი მოსახლეობა ეგუება მონურ მდგომარეობას, ჩემი აზრით, ეს 125 კანონპროექტი, რომელიც უნდა განვიხილოთ, მათ მონობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. როდესაც თქვენი ხელისუფლება შეიცვლება მთავარი ამბავი იქნება ამ კანონების მასიურად გაუქმება და მინდა მოვესწრო ამ მომენტს, როდესაც შემოვიტანთ 125 კანონს გასაუქმებლად“, - აცხადებს მეგრელიშვილი.
0
0