
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ" მომჩივნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა.
საქმე ეხებოდა 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული მანიფესტაციის მიმდინარეობისას მომჩივნის (ალექსი მაჭავარიანი) მიერ შეშის მიტანის მცდელობისას მის ადმინისტრაციულ დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას (ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება)).
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაციის საფუძველზე, მომჩივნის პრეტენზიების ძირითადი და არსებითი ნაწილი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
მომჩივნის პრეტენზიების ძირითადი და არსებითი ნაწილი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ:
• მომჩივნის მიმართ არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და აღნიშნულპროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლების პრინციპი.
რაც შეეხება მომჩივნის ადმინისტრაციული წესით დაკავებას:
• თავდაპირველად ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავება განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რაც ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობას იძლევა.
• სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის აშკარა უარი პოლიციის მოთხოვნის შესრულებაზე და მიიჩნია, რომ მისი დაკავება მოხდა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით.
• ერთადერთი ხარვეზი, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაკავებასთან კავშირში დაინახა იყო ის, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ არ შეფასდა - წარმოადგენდა თუ არა მომჩივნის 22 საათის განმავლობაში დაკავება პროპორციულ და უკიდურეს ზომას.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა.
0
0