
ფრანსუა ბაირუს მთავრობის ნდობის ვოტუმის ჩავარდნიდან რამდენიმე წუთში, მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვა.
„ბაირუს მთავრობა დაეცა. ეს ხალხის გამარჯვება და შვებაა. ახლა მაკრონი აღმოჩნდა ხალხის პირისპირ. მანაც უნდა დატოვოს თანამდებობა“, - აღნიშნა მელანშონმა.
ფრანსუა ბაირუს მთავრობამ საფრანგეთის პარლამენტში ნდობა ვერ მოიპოვა.
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ბაირუს მთავრობის წინააღმდეგ 364-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ნდობა მხოლოდ 194-მა გამოუცხადა.
კენჭისყრის შედეგების შემდეგ, ფრანსუა ბაირუ ვალდებულია, გადადგომის შესახებ განცხადება რესპუბლიკის პრეზიდენტს გადასცეს.
პრეზიდენტმა კი ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დანიშნოს, რომელიც ახალ მთავრობას დააკომპლექტებს.
0
0