
მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში. ვფიქრობ, სულიერად, კულტურულად ჩვენ ახლოს ვართ, რომ არაფერი ვთქვათ ვენახზე და ღვინის სიყვარულზე, რაც მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი კულტურის ნაწილია, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტეანუმ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველები ევროპელები არიან და იმსახურებენ ამ ოჯახის წევრობას.
„როდესაც ჩემი კანდიდატურა საჯაროდ დასახელდა, ბევრი შეტყობინება მივიღე ქართველი მეგობრებისგან, რომლებმაც მითხრეს, რომ ახლა თქვენ ჩვენთვისაც იბრძვით. მე სრულად ვეთანხმები, რაც კომისარმა კუბილიუსმა თქვა. ჩვენი წარმატება საუკეთესო პასუხი იქნება საქართველოში ჩარევაზე და ევროკავშირის პროცესებიდან მათ გაქრობაზე, რაც, ჩემი მოსაზრებით, სამწუხარო ამბავია, რადგან ქართველები ევროპელები არიან და იმსახურებენ ამ ოჯახის წევრობას. ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითი სიტუაციაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ჩვენ, მოლდოველები ვიბრძოლებთ მათთვის. ამის პირობას ვდებ და ვიმედოვნებ, რომ ისინი დაბრუნდებიან“, – განაცხადა ალექსანდრუ მუნტეანუმ.
0
0