
მოლდოვის პარლამენტის შენობაში ჩხრეკა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით.
ამის შესახებ Newsmaker საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
31 ივლისს პარლამენტის შენობის ჩხრეკისთვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურისა და ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებულ საქმეებთან ბრძოლის პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს PCCOCS-ის წარმომადგენელმა ემილ გაიტურმა დაუდასტურა.
NewsMaker-ის წყაროების ინფორმაციით, ჩხრეკს ღალატს ეხება. კონკრეტულად ვის ეხება ეს ჯერჯერობით უცნობია.
ოპერაცია დაემთხვა გაზაფხული-ზაფხულის სესიის ბოლო საპარლამენტო სხდომას, რომელიც დილის 11 საათზე დაიწყო.
მანამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა განაცხადა, რომ მიესალმა უკრაინული "მშვიდობისმყოფელის" - საიტის Mirotvorets-ის ანალოგის გამოჩენას, სადაც მათ გამოაქვეყნეს მოლდოველი პოლიტიკოსების, კრიმინალური ავტორიტეტების, აქტივისტების გვარები და მონაცემები რუსეთთან მათი კავშირების შესახებ.
0
0