17/03/2023
11:29
მსოფლიო
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი - სახელმწიფო ენად რუმინულის გამოცხადების შესახებ.
დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ დეპუტატებმა. მას პარლამენტში მანდატების უმრავლესობა აქვს. მათ ოპოზიციური კომუნისტები და სოციალისტები დაუპირისპირდნენ და შესთავაზეს, კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება. თუმცა, საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღეს.
შეხვედრაზე საპრეზიდენტო პარტიის ოპონენტებმა ჩამოკიდეს ბანერები, რომელთა შორის იყო „მოლდოვის კონსტიტუცია: მოლდოვა, მოლდოველები, მოლდოვა“.
„მოქმედება და სოლიდარობამ“ კანონპროექტი პარლამენტს თებერვლის ბოლოს წარუდგინა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების აღსრულება შესთავაზეს. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენა რუმინულია, უპირატესია კონსტიტუციაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო იყო.
0
0