26/07/2023
14:45
მსოფლიო
მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.
ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრის დორინ რესიანის სპიკერმა დანიელ ვუდმა განაცხადა - იუწყება Deschide.MD
მისი თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე შემცირდა, ტექნიკური პერსონალის რაოდენობა კი 15-მდე.
„ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც კიშინიოვის ხელისუფლებამ აცნობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით“ - განაცხადა ვოდემ.
ამის შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და ტექნიკური პერსონალის 27 წარმომადგენლის გაძევების შესახებ - იუწყება NewsMaker.
შედეგად, რუსეთის საელჩოს 45-მა თანამშრომელმა უნდა დატოვოს მოლდოვა. რიცხვებში სხვაობა აიხსნება იმით, რომ საელჩოში ზოგიერთი თანამდებობა შეუვსებელი იყო.
ეს ნაბიჯი Jurnal TV-ისა და The Insider-ის გამოძიებაზე პასუხია, რომელშიც ნათქვამია, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე დამონტაჟდა ათობით ანტენა და სატელიტური თეფშები, რომლებსაც რუსული სადაზვერვო სააგენტოები სათვალთვალოდ იყენებენ.
0
0