18/05/2023
13:38
მსოფლიო
„მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას აღარ გამოიყენებს,“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა.
ქვეყანა, რომელიც უკრაინის მეზობელია და შიშობს, რომ შეიძლება ის რუსეთის შემდეგი სამიზნე გახდეს, ომის მიმდინარეობისას მოსკოვიდან ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მარაგდებოდა.
„თუ ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ელექტროენერგიის 100% რუსული იყო, დღეს მოლდოვას უკვე შეუძლია არსებობა რუსული ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე“, - თქვა დორინ რესიანმა ბუქარესტში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს. ის ინტეგრირებულია ევროპულ ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე კომერციულად.
როგორც ცნობილია, გასული წლის განმავლობაში, რუსეთმა, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება მთლიანად ან ნაწილობრივ შეუწყვიტა.
0
0