უკრაინის საელჩო საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ომისა, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება, უკრაინელები განაგრძობენ მსოფლიოს გაოცებას გამძლეობით და სიმამაცით.
საელჩო მოუწოდებს მსოფლიოს, მიაწოდოს უკრაინას საკმარისი იარაღი, განახორციელოს პრო-უკრაინული ქმედებები რუსული პროპაგანდისა და ქმედებების წინააღმდეგ და შემოწირულობების გაღება - მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს რუსეთის დამარცხებას, რომელიც "არ აპირებს გაჩერებას".
„ომი გრძელდება. ნადგურდება სახლები. ოჯახები იშლება. ჩვენ ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს და ვცხოვრობთ მუდმივ საფრთხეში, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას თავისი გამბედაობითა და გამძლეობით. ჩვენ ვიბრძვით, ვიდრე ბოროტებას არ დავძლევთ.
საკმარისი იარაღით უკრაინა გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით. ვინაიდან რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო უკეთესი ადგილი იყოს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას იარაღით, შემოწირულობებით და ქმედებებით, რომლებიც იცავს უკრაინას. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და გვაახლოებს უსაფრთხო მომავალთან. მხარი დაუჭირეთ უკრაინას!” - ნათქვამია განცხადებაში.
0
0