
მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, რომ "ყველა საჭირო საშუალებით" ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა მშვიდობა დამყარდეს.
„საჭიროა რეალური ზეწოლის განხორციელება რუსეთის მიმართ, რომელიც ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და წინ წავიდეს. რუსეთი, ყოველთვიურად, 3200 მართვად ბომბს ყრის უკრაინაში. როგორ ებრძვით ამას? [რედ. - მიმართავს ჟურნალისტებს]. მოვუწოდებ დასავლეთის ლიდერებს, გააუქმონ აკრძალვები შემოწირულ იარაღზე, რომელიც რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და მის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ზეწოლა მოვახდინოთ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ჩვენს პარტნიორებზეც, რათა რუსეთისგან თავის დაცვა შევძლოთ", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი, მომავალ თვეში, შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევის იდეას არ დაეთანხმა.
0
0