24/02/2022
13:28
პოლიტიკა
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი მდგომარეობა ნევროლოგიურად დამძიმებულია და საჭიროა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მკურნალობა.
„საქართველოს ხელმძღვანელობაზე მინდა მიმართვა გავაკეთო და არ მეგონა ოდესმე ამას თუ გავაკეთებდი. თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად მე განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდება ციხის ექიმები, რომლებიც უბრალოდ იძულებულები არიან ძალიან რთულ პირობებში ბევრად მეტი დრო რჩებიან, რომ რაღაცნაირად მინიმალურად ეს სიმპტომები დაასტაბილურონ.
იმიტომ რომ სიმპტომები სულ უფრო მძიმდება და ეს არის ის, რაც თავიდანვე თქვა ყველა ნევროლოგმა. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.
მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
0
0