31/07/2022
11:14
პოლიტიკა
ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ ისევ და ისევ სასჯელს გვერდი აუარონ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია.
„ვფიქრობ, ეს ნაბიჯი პოლიტიკური დისკუსიების დაწყებისთვისაა გამიზნული. ამას არც დამაჯერებლობა, არც არგუმენტაცია და არც რელევანტურობა აქვს, რომ რაღაცის სანაცვლოდ მაგიდაზე დაიდოს. ის გარემოება, რომ სააკაშვილის ახლო გარემოცვის ადამიანები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს დამაჯერებელი და გულწრფელი ნათქვამი არაა. აბსოლუტურად გულწრფელიც რომ იყოს ეს განცხადება და გეგმას წარმოადგენდეს, მე არ მგონია, რომ თვისებრივად ეს რაიმე დიდ ცვლილებას ახდენდეს ნებისმიერი მიმართულებით.
საქართველოში პოლიტიკოსობაზე ხელის აღება სადღაც საავადმყოფოში გადაყვანის საპირწონდეს არ შეიძლება არ განვიხილოთ. რაც არ უნდა მოხედეს, მას, როგორც პატიმარს აქვს უფლებები, რომელიც ერთგვაროვნად იქნება დაცული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას განაცხადებს ის,“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში.
0
0