
ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივა ბიუროს უკვე წარედგინა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახება. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.
მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია: - მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება; სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება; მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; ასევე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დროულობა და შესაბამისობა.დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე, ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობა - 9 წევრით.
0
0