08/11/2022
15:14
პოლიტიკა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა შევიდა.
უცხოელ ექსპერტთან ერთად ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე და ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იმყოფება.
ჯიშკარიანის განმარტებით, ცენტრ „ემპათიას“ მიერ დასკვნა 18 ნოემბერს გაიცემა, მაგრამ ეს საბოლოო დასკვნა არ იქნება, ვინაიდან ის უნდა ითარგმნოს, რის შემდეგაც უცხოელ ექსპერტებს გადაეცემათ.
„ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტიზაში ბრიტანელი ექსპერტია ჩართული - კორნელიუს კატონა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა განხორციელდება, ეს ვიზიტი და ყველა საერთაშორისო ექსპერტის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეჯამდება ყველა ექსპერტის მოსაზრება, დასკვნა და შემდეგში დაიდება ცენტრ "ემპათიას" დასკვნა ქართულად, რომელიც ითარგმნება ინგლისურად და ყველა საერთაშორისო ექსპერტს წარედგინება. დასკვნა როცა მზად იქნება, წარედგინება ადვოკატებს, ეს კონფიდენციალური დოკუმენტია და გარკვეულ რეკომენდაციებს "ემპათია" პრესრელიზის სახით გაავრცელებს", განაცხადა ჯიშკარიანმა.
0
0