
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო.მომდევნო სხდომა 11 მარტს, 11:30 საათზე ჩაინიშნა.
აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად განცხადების გაკეთების საშუალება მისცემოდა. აღნიშნული მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განცხადებით, სხდომა ტექნიკურად ვერ გაიმართებოდა. მოსამართლეთა განმარტებით, მათ სხვა სხდომები გადადეს და შემდეგი პროცესი 11 მარტს, 11:30 საათზე დანიშნა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
0
0