28/12/2021
12:02
პოლიტიკა
დეკანოიძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ვერ ხდება.
როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, სამსჯელო არაფერია და სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია.
„მიხეილ სააკაშვილის მოპარვის მეორე მცდელობა იყო. პირველად ჩვენ, ყველამ ვნახეთ და საზოგადოებამ იხილა როგორ ძალადობრივად მოექცა რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს და გუშინ გადაწყვიტეს, რომ ჩუმად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სააკაშვილი მოეპარათ კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.
აქ გამორჩეულად რამდენიმე ფაქტორია, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბრო. პირველი - ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმ ექიმებმა, რომლებიც ამ ჰოსპიტალში არიან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სერიოზულ რეაბილიტაციას. იგი არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ვთქვათ „დასრულდა სრულფასოვანი რეაბილიტაცია“. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა რომ მათ მოაწერეს ხელი მისი ე.წ. გაწერის დოკუმენტს.
მეორე - ეს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დასჯა და პიროვნული შურისძიება იყო, მათ შორის იმ ძალიან მკვეთრი განცხადებების და პროცესის ფონზე, მაგალითად როგორიც იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება. ამიტომ, აქ სამსჯელოც არაფერია, მისი სიცოცხლე არის გადასარჩენი. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი სრული რეაბილიტაცია შესაძლებელი არ არის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში.
0
0