27/12/2022
23:11
პოლიტიკა
"მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრეს - მეოთხე პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს და სახელმწიფო არანაირად არ რეაგირებს" - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ვითხოვე, რომ შევეშვით მესამე პრეზიდენტთან და ის მომენახულებინა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ყოველ ეტაპზე როდესაც ვხვდები ჩემს კოლეგებს, ყოფილ პრეზიდენტებს, ყოფილ პრემიერებს, ყოველთვის წამოვწევ ხოლმე სააკაშვილის თემას და ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ამ დრამატულ თემაზე მივაწოდო ინფორმაცია.
ასე რომ მინდოდა ჩემი თვალით დანახული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი სტატუსი გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისთვის. ეს რა თქმა უნდა, არ იქნა დაშვებული, არ შემიშვეს. არავითარი მიზეზი არ უთქვამთ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც რაღაცას მაინც სცემს პატივს, თუნდაც რამეს გრძნობდეს მაინც, რომ მეოთხე პრეზიდენტი ითხოვს, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას საკანში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
0
0