01/06/2022
21:12
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მას სამართლიანმა სასამართლომ მიუსაჯა.
მისი თქმით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო.
„ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად. თუ უნდათ დაახატონ, ან დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი. ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელი ყოფნა. მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მას მიუსაჯა სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ" განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის" შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.
0
0