16/12/2022
08:45
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უკრაინული მხარე საქართველოს მიხეილ სააკაშვილზე შესაბამისი მკურნალობის გაწევისა და მისი სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, რომელიც ამ წუთებში სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება.
უკრაინის მოქალაქის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადადების თხოვნა, რათა შემდგომში იგი ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0