02/11/2022
10:54
პოლიტიკა
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება, რადგან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მაღალი სიცხე აქვს. ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია.
"მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
0
0