
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!“ - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.
კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026