13/06/2023
13:06
პოლიტიკა
“მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის”, ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
"მინდა მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა, იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებთ და ზედსართავ "რუსულს" ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0