-share.jpg)
მივმართავ დონორ ორგანიზაციებს, დააფიქსირონ პოზიცია, როგორ ხდება ის, რომ მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვას და საქართველოს ხალხის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებზე ზეწოლას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წვერების არჩევის შესახებ დღევანდელ კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცესი ფარული იყო.
„რეაქცია იყო საინტერესო იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ღიად ვნახეთ ის, რაზეც იყო საუბარი ომბუდსმენის არჩევის დროს. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც პარლამენტის წევრებზე პირდაპირ ზეწოლა დაიწყეს იმისთვის, რომ მათი გადაწყვეტილებით კი არ ეყარათ კენჭი, არამედ დამორჩილებოდნენ სხვის დიქტატს. ყველაზე სამწუხაროა, რომ პირდაპირ გამოჩნდა სახელები და სახეებიც დავინახეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ზეწოლას ახდენდნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესზე იმისთვის, რომ ის ჩაშლილიყო და დღეს, მათ თავისი სახე გამოავლინეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთო ჯამში, მათ აინტერესებთ ერთადერთი შედეგი, რომ ჩავარდეს ასეთი სახის კენჭისყრები და მათ შორის, ჩავარდეს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა და პარლამენტმა ვერ შეძლოს რეკომენდაციის შესრულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში და ეს ერთი პრობლემაა, საერთო ჯამში, ამას შეჩვეული ვართ. აქ, ახლა, მნიშვნელოვანია იმ დონორების პოზიცია, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს და ფაქტობრივად, ამ დონორების მონაწილეობაა ზუსტად, რომ პარლამენტის წევრებზე ხდება ზეწოლა. მათთან მქონდა საუბარი, როდესაც სახალხო დამცველი ავირჩიეთ და სახალხო დამცველმა მაშინ პირდაპირ განაცხადა, რომ პარლამენტის სამ წევრზე იყო ზეწოლა, მათ შორის NGO-ების მხრიდან. მე დონორებს ვუთხარი, რომ დაინტერესებულიყვნენ, შემთხვევით ხომ არ არიან მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ამ ზეწოლაში ჩართულები. დღესაც ვნახეთ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები და ახლა, მნიშვნელოვანია ეს დონორები დაინტერესდნენ, სად მიდის მათი გადასახადის გადამხდელების ფული, რატომ იხარჯება ეს ფული იმისთვის, რომ ვიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზეწოლა განახორციელოს ხალხის მანდატის მქონე პარლამენტის წვერებზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მე, კიდევ ერთხელ მივმართავ დონორ ორგანიზაციებს, რომ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, როგორ ხდება, როდესაც მათ მიერ გადახდილი ფული ხმარდება დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის რეპუტაციის შელახვას და საქართველოს ხალხის მანდატით აღჭურვილ დეპუტატებზე ზეწოლას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026