
“მივიღოთ ის, რაც ხდება ჩვენთან დღეს, რამეთუ ეს არის ჩვენი რწმენის გამოცდა. ამ გამოცდას ვინც ჩააბარებს, ის გაიმარჯვებს” - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„მივიღოთ ის, რაც ხდება ჩვენთან დღეს, რამეთუ ეს არის ჩვენი რწმენის გამოცდა. ამ გამოცდას ვინც ჩააბარებს, ის გაიმარჯვებს. ოღონდ მოციქულთა სიტყვებით ვიტყვი- არცა მემრუშეთა, არცა მაგინართა, არცა ურჯულოთა, ღვთის მგმობელთა, დაიმკვიდრონ ღვთისა სასუფეველი. გამოცდას ესენი ვერ ჩააბარებენ. ვინც უშვერად ლაპარაკობს და იქცევა, მათთვის სასუფეველი მანამ იქნება დახშული, სანამ მათი სინანული არ იქნება და ღმერთს ვთხოვთ, ყველანი სინანულში მოვიდნენ, რადგანაც მხოლოდ სინანულით შეიძლება ქვეყანა გადარჩეს.
ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალ ასეთ ფაქტს იცნობს, თუ დიდიდან, თუ პატარამდე. იყო პერიოდი, როცა აღმაშენებელმა ქვეყანა დანგრეული ჩაიბარა. იყო პერიოდი, როცა ქეთევან დედოფალი იყო დედოფალი ქვეყნისა, როცა დრო არ გაცდებოდა, რომ მარბიელი არ შემოსულიყო. ყველაფერს ქრისტეს შეწევნით და იმედით, ჩვენი წინაპრები ითმენდნენ.“- განაცხადა მეუფემ ქადაგებისას და აღნიშნა, რომ ქვეყანა მხოლოდ ღვთის და მოყვასის სიყვარულით გაიმარჯვებს.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025