18/04/2023
21:21
პოლიტიკა
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე კენჭისყრამდე განაცხადა, სადაც საგამოძიებო კომისიის საკითხს განიხილავდნენ.
როგორც ცნობილია, ქვორუმის არარსებობის გამო, საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნა.
„სასამართლოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. რაც შეხება აქტის შინაარს - პოლიტიკური საფუძველი განვმარტე.
რაც შეხება პროცედურულ საკითხს,რომელიც თქვენც უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ კენჭისყრამდე.
მის განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.
საკითხის კენჭისყრაზე გასატანად 76 დეპუტატის რეგისტრაცია იყო საჭირო მაშინ, როცა 51-მა დეპუტატმა გამოთქვა კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა.
"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" - გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
0
0