
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონ საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.
საკითხის კენჭისყრაზე გასატანად 76 დეპუტატის რეგისტრაცია იყო საჭირო მაშინ, როცა 51-მა დეპუტატმა გამოთქვა კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა.
"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" - გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს (მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს) ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025