"მივიღე გადაწყვეტილება, ღარიბაშვილს ვუჩივლო სასამართლოში" – გუბაზ სანიკიძე
26/03/2023
23:59
პოლიტიკა
A-
+A
დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ 100 000 დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება და ვერ დაადასტურებს, რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? მე ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს, მე ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოსგანაც, იქნება საშინელი სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბის საშინელებებს ჩაიდენენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანამოაზრეები და რაც მთავარია, უბრალო ადამიანები“, განაცხადა სანიკიძემ.
0
0
913
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%