
მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, თუმცა გარკვეული მკაცრი პირობების გათვალისწინებით, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.
„აბსოლუტურად ცალსახა უნდა იყოს, რომ ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის სწრაფვის გამო იქნება გადადგმული. მთავრობას ეს არ სურს, რადგან ამას გამჭვირვალობა და გარკვეული პირობები მოჰყვება. უნდა იყოს კიდევ ერთი პირობა - ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალური პირებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების კუთხით ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა კრამერმა.
ევროპარლამენტში შეხვედრა სახელწოდებით - „საქართველოზე რუსული გავლენის შეფასება და ევროკავშირის პოლიტიკასთან მორგება“ გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ევროპარლამენტარებმა მიიღეს მონაწილეობა.
0
0