10/01/2025
15:22
მსოფლიო
კრემლის განცხადებით, შესაძლოა, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შედგეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი იანვრის ბოლოს ფიცს დადებს.
,,მივესამლებით იმ ფაქტს, რომ ტრამპი პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის სურვილს ავლენს. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა კონტაქტებისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტთან, ამ შემთხვევაშიც, დონალდ ტრამპთან. თავად პრეზიდენტმაც [პუტინმა] არაერთხელ თქვა ეს. ჩვენც არაერთხელ დავადასტურეთ და ამ დიალოგებისთვის არანაირი წინაპირობა არ არის საჭირო. დიალოგის წარმართვისა და არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადასაჭრელად აუცილებელია ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპიც აცხადებს მზადყოფნას პრობლემების დიალოგის გზით მოგვარებისთვის. ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს. ჯერჯერობით, დეტალებს ვერ დავაკონკრეტებთ. ველოდებით ოვალურ კაბინეტში ტრამპის შესვლას და მოვლენებიც თანმიმდევრულად განვითარდება,“ - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ის პუტინთან შესახვედრად ემზადება, თუმცა შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
0
0