22/09/2025
09:28

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის "მიუღებელია".
აგვისტოში კუშნერმა საჯაროდ დაადანაშაულა მაკრონი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარისი ზომების მიღებაში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები საფრანგეთში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის შიდა ინციდენტების ზრდას დაუკავშირა.
"ეს არის შეცდომა და მიუღებელი განცხადებაა იმ ადამიანისთვის, ვინც დიპლომატი უნდა იყოს", - თქვა მაკრონმა.
ამასთან, დაამატა, რომ: "თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესები უნდა დაიცვა... გადასახადის გადამხდელთა ფული სათანადოდ არ გამოიყენება ამ ტიპის განცხადებების დასაფინანსებლად".
„ვფიქრობ, ეს შეცდომა და დიპლომატისთვის მიუღებელი განცხადებაა. საფრანგეთის ელჩი ამის გაკეთების უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ან ხარ ადამიანი, ვისაც თავისუფლად უნდა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, კი ბატონო, მაგრამ თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესებს უნდა მიჰყვე. ეს არ არის ელჩის სიტყვები. ეს მიუღებელია“, - განაცხადა მაკრონმა.
0
0