
უზბეკეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია „ინტენსიური და ინოვაციური გადაწყვეტილებები მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიწათსარგებლობის დიგიტალიზაცია“ გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიწათსარგებლობის მართვის გაციფრულების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პლენარული სესიები, სადაც საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მიწის მდგრადი მართვისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თემებზე.
კონფერენციაში სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიზო ჭელიძე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, ამავე სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჭიპაშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე.
აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობის გაძლიერების, სამეცნიერო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისთვის.
0
0