19/12/2022
16:20
პოლიტიკა
„მიშას არ მოგაკვლევინებთ - მიშამ უნდა იცოცხლოს, ადამიანი სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და ახლა ებრძვის სიცოცხლეს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და არსებობს რისკი, რომ ის ინვალიდი გახდეს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ეს დაადასტურეს ექსპერტებმაც. პატიმარ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება გადაყვანილ იქნეს სპეციალიზებულ კლინიკაში. აქ არ არის საუბარი პოლიტიკაზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე, აქ არის საუბარი ადამიანის გადარჩენაზე. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ადამიანი არ უნდა გავწიროთ, გვეყოფა ერთ წრეზე სიარული და გვეყოფა კაცთ კვლა. არის დიდი რისკი, მიხეილ სააკაშვილი გახდეს ინვალიდი, არ მივცემთ ამის საშუალებას. მიშას არ მოგაკვლევინებთ - მიშამ უნდა იცოცხლოს, მიშას და ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.
მისი მდგომარეობა არის კრიტიკული, მისი ვიზუალიზაცია არის ყველაფრის მთქმელი. უნდა დავირაზმოთ საზოგადოება და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“, - აცხადებს დავით სააკაშვილი.
0
0