"რასობრივი ბარიერების გამო რთული იყო ჩემი იაპონელად მიღება,“ - განაცხადა კაროლინა შიინომ.
26 წლის მოდელი, რომელიც უკრაინაში დაიბადა, ხუთი წლის ასაკში იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად და ნაგოიაში გაიზარდა. კაროლინა შიინოს გამარჯვებამ დებატები გამოიწვია მის წარმოშობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა აღიარა მისი გამარჯვება, სხვების აზრით, მას არ შეეფერება ტიტული "მის იაპონია".
",,მის იაპონია“ 100%-ით უკრაინული წარმოშობისაა. გასაგებია, რომ ის ლამაზია, მაგრამ ითვლება "მის იაპონიად"? ვფიქრობ, რომ იაპონელები ბუნებრივად იღებენ არასწორ შეფასებას, როდესაც ევროპული გარეგნობის მქონე ადამიანს ყველაზე ლამაზ იაპონელად მიიჩნევენ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.
ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, უკრაინული წარმოშობის მოდელის არჩევა შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
"კაროლინა შიინო რუსი რომ ყოფილიყო, ცხადია, ვერ გაიმარჯვებდა. კრიტერიუმები ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეფუძნება, რაც იაპონიისთვის სამწუხაროა", - ამბობენ კრიტიკოსები.
"შეიძლება იაპონელს არ ვგავარ, მაგრამ იაპონიაში გავიზარდე და იაპონურად ვაზროვნებ. ,,მის იაპონია 2024-ის“ ტიტულის მიღება ჩემი ოცნება იყო. მადლიერი ვარ, რომ ამ კონკურსში იაპონელად მაღიარეს,“ - განაცხადა მოდელმა გასული წლის დასაწყისში.
0
0