-share.jpg)
“ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ - თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ეს ინვესტორები და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და „იჯიბავდი“ პრემიებს, მაშინ რატომ არ გაგახსენდა? - შემოგეყვანა!” - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
როგორც მან აღნიშნა, პენსიონერები ოპოზიციას არჩევნების წინ ახსენდება და „მგზნებარე სიტყვებითა და იაფფასიანი პოპულიზმით გამოდიან“.
ზარქუამ მიმართა გიორგი ვაშაძეს, რომ საქართველოს კარგი მონაცემები და ვაშაძეს შეუძლია ინვესტორები დღესაც შემოიყვანოს.
„ბიჭო, შენი ქვეყანა აღიარებულია მსოფლიოში საგადასახადო განაკვეთით, ესტონური მოდელი გვაქვს, გაუნაწილებელ მოგებაზე ნული პროცენტია, შენი ბიუჯეტი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ღიაობით და გამჭვირვალობით, doing business –ით 7- ეულშია და მთელი რიგი მონაცემები გაქვს, რომ დღესაც თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანო ეს ინვესტორები - შემოიყვანე და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და იჯიბავდი პრემიებს, რატომ არ გაგახსენდა, შემოგეყვანა“, - განაცხადა ზარქუამ.
0
0