
გერმანიაში მემარცხენე პარტიის თანათავმჯდომარემ, იან ვან აკენმა აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.
იან ვან აკენმა ეს წინადადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მინეაპოლისში ქალი მოკლეს.
პარტია „მემარცხენეების“ ლიდერის თქმით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსნები ევროკავშირის შავ სიაში უნდა შეიყვანონ, „აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ განგრძობადი, გაუმართლებელი და უსაფუძვლო აგრესიაზე საპასუხოდ“.
„ევროკავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ტერორიზმშია ჩართული“, – განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა ბრიუსელში უნდა გამოვიდეს წინადადებით, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მაღალჩინოსნებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალონ და ევროპაში მათი აქტივები გაიყინოს.
ცნობისთვის, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 7 იანვარს ჩატარებული ოპერაციის დროს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა საკუთარ მანქანაში მყოფი 37 წლის ქალი მოკლა, რასაც აშშ-ში დიდი რეზონანსი და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აგენტის ქმედება „თავდაცვის აქტად“ შეაფასეს. მინეაპოლოსის დემოკრატმა მერმა კი განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაცია საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლებმა თავად მოახდინეს და მოუწოდა აგენტებს ქალაქი დატოვონ.
0
0