04/03/2022
22:20
პოლიტიკა
„სამი წუთი მაქვს თქვენთან მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა, მივუძღვნა იმათ, ვინც დაეცა ბრძოლაში მათი სამშობლოსთვის, ჩვენს ჯარისკაცებს, იმათ, ვინც სახანძრო-სამაშველო სამსახურში მსახურობდა, ვინც დაფრინავდა და გმირულად იბრძოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა რაიონებში, იცავდა ქვეყანას და სიცოცხლეც შესწირეს ამ ბრძოლას. მოდით, მოვიგონოთმათი სულები მშვიდობით განისვენებდნენ.
მეორე წუთი სიჩუმის მინდა, მივუძღვნა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამოქალაქო მოსახლეობა, მოზრდილები, ბავშვები, ათობით, ასობით, რომლებიც დაიღუპნენ ისე, რომ არც მოელოდნენ ამას და საკუთარი ცხოვრება შესწირეს საკუთარ ქვეყანას. მოდით, სიჩუმით მოვიგონოთ ისინი. მინდა, ასევე ეს ჩემი გამოსვლა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპის მოსახლეობას, მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ძალისხმევას და ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, თუ ჩვენ დავეცემით თქვენ დაეცემით, თუ შეიძლება არ იყოთ გაჩუმებულები, თვალი არ დახუჭოთ ამაზე, გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, რაც შეიძლება ძლიერად.
თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსი, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვება, თავისუფლების მონობაზე და ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ისეთივე აყვავებული ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა კიდევ უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი, ყველა დღეს უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0