
საქართველოში პოლარიზაცია არ არის, – ასე უპასუხა პოეტმა, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალისტურია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე დეპოლარიზაციის მიღწევა, რაზეც მუდმივად მიდის საუბარი.
„რომელი ექსპერტი ხედავს პოლარიზაციას, როცა ოპოზიცია სამ კაცს ვერ კრებს? ამ წუთას არ ჩანს პოლარიზაცია, თუ გამოჩნდება, მერე ვისაუბროთ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არ არის თანაბარი და არც მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალები. ოპოზიციის მხარდამჭერები არ ჩანან. ჩვენთან ხომ არიან „ნაცები“ და ევროპარლამენტშიც არიან მათი მოკავშირე „ევრონაცები“, ვინც თავი ძალიან დაგვამახსოვრა, კუბილიუსი, კრამონი და ვიღაცები, აღარ მახსოვს მათი გვარები. მოკლედ, არიან „ევრონაცები“, რომლებიც მუდამ ითხოვენ ამ დეპოლარიზაციას, მაგრამ მითხარით, პოლარიზაცია სად არის, რომლის დეპოლარიზაციაც უნდა მოხდეს?“, – განაცხადა მაღრაძემ.
0
0