22/05/2023
18:09
მსოფლიო
“მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელი დივერსანტების გაყვანაზე და ამ დივერსიული ჯგუფის განადგურებაზე, ადგილზე არის საკმარისი ძალები და საშუალებები” - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ოფიციალური კრემლის ინფორმაციით,"უკრაინელი დივერსანტების" მიერ ბელგოროდის რეგიონის საზღვრის კვეთის შესახებ პუტინი საქმის კურსში ჩააყენეს.
როგორც კრემლის პრესსპიკერი ამბობს, მიმდინარეობს სამუშაოები უკრაინის ჯგუფების განადგურებისთვის.
"თავდაცვის სამინისტრომ, ФСБ-მ და სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტს, უზენაეს მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინელი დივერსანტების მცდელობის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში შეეღწიათ. მიმდინარეობს მუშაობა მათი რუსეთის ტერიტორიიდან განდევნასა და განადგურებაზე. ადგილზე საკმარისი ძალა და საშუალებაა მობილიზებული," - ამბობს პესკოვი.
ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს საშუალო სიმძიმის ჭრილობებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ჯგუფების შესვლის შესახებ.
0
0