20/03/2023
16:00
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარასკევს, 24 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 23 მარტს დაგეგმილია „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენა.
„მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0