-share.jpg)
მიმდინარე კვირაში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ასევე ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „მინისტრის საათი“ ოთხშაბათს, ხოლო ინტერპელაცია პარასკევს გაიმართება.
„ხვალ გვექნება პოლიტიკური განცხადებები და შემდეგ კანონპროექტების განხილვები. ბევრი საკითხი არ გვაქვს და ვფიქრობ, ხვალვე დავასრულებთ განხილვებს. სასურველია, ხვალვე დასრულდეს კენჭისყრები. ოთხშაბათს იქნება შს „მინისტრის საათი“. ხვალ ყველა პროექტს თუ ვერ ვუყარეთ კენჭი, შეიძლება, ოთხშაბათს დილითაც დაგვჭირდეს კენჭისყრა, თუ არა, დილით პირდაპირ დავიწყებთ „მინისტრის საათით“. ხუთშაბათს პლენარული სხდომის საჭიროება ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს პლენარული სხდომა არ გვექნება. პარასკევი არის ინტერპელაციის დღე. როგორც იცით, ბოლო პარასკევია ამ თვის, აქედან გამომდინარე, იქნება ინტერპელაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის, რომელიც საზღვარგარეთ არჩევნების საკითხებს შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0