29/11/2022
17:03
პოლიტიკა
მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არაფერს შეცვლის, ოპოზიციის ნაწილი მახეში გაება – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რისთვისაც გვინდა კანონპროექტის მიღება, რომ ქვეყანა ასე არ იმართებოდეს, არ შეიცვლება და „ქართულ ოცნებას“ ახალ ბერკეტს მისცემს, რომ ოპოზიციის მდიდარ დამფინანსებლებს შეუტიოს. ოპოზიციის ნაწილი მახეში გაება, რომელსაც მიაჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისეთ კანონს მიაღებინებდა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ხელებს შეუკრავდა და მმართველობას დაასრულებდა. ეს იყო მიამიტობა, რადგან ვიდრე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, როგორ შეიძლება, ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მოიქცნენ? – ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის მიამიტურმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილს დაუმიზნა და მოხვდა ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0