
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა.
მილერის თქმით, ბრალდებები, თითქოს აშშ საქართველოში "ფერადი რევოლუციის მოწყობას გეგმავს", კატეგორიულად მცდარია.
"ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს, რათა უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო აშენდეს". - განაცხადა მან.
მისი თქმით, "2008 წელს კრემლმა თავდასხმა მოაწყო და დღეს სუვერენული საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, და ასევე უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიის ომს განაგრძობს. ჩვენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით ვდგავართ".
როგორც ცნობილია, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოში "ფერადი რევოლუციის" არიდებაში წვლილის შეტანა სურს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა.
0
0