
ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
ფაბიო კვალინომ, ქართველ კოლეგებთან ერთად, აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერებმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე, ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.
მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის სიყვითლეები, ანუ ფიტოპლაზმასთან ასოცირებული დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში.
0
0