
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 სექტემბერს საქართველო-თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩზე მოიწვია.
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"გიდასტურებთ მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისთვის და ასევე, კი მოგიწვიეთ საქარველოში, მაგრამ კარგი იქნება, თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვუყუროთ. დარწმუნებული ვარ, მაგარი თამაში იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო-თურქეთის მატჩი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდვ უფრო განვითარდება და გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე. მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მის დელეგაციას და დიდი მოკითხვა საქართველოს მეგობარ ხალხს. ჩვენი გუნდების შეხვედრა 4 სექტემბერს შედგება, რომელიც იქნება საკვალიფიკაციო მატჩი და კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
0
0