
კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო - ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ტირანია დროზე უნდა დავამარცხოთ“.
„კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო და თავის დროზე მრავალი ათასი ქართველი სტუდენტი დააფინანსა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
ახლა ამ ვითომ პრემიერმა მოიმიზეზა, რომ უცხოეთში წასული სტუდენტები სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ.
ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში.
სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის. დროზე უნდა დავამარცხოთ ტირანია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0