
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ საქართველოს პარლამენტი განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.
კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა“
ამასთან, „ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და ათჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო და რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის აღიარებული და დადასტურებული“.
„აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს;
ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო პლურალიზმის უმაღლესი ხარისხით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული. მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია მაგალითი მისცეს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც მედია, პრინციპულად, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლდება და იმართება“-წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი- ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
„ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარებოდა“-ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც „მეგობარ აქტს“ ეხმიანება.
პარლამენტის განცხადებაში იმ პროგრესზეა საუბარი, რომელსაც საქართველომ 2012 წლის შემდეგ მიაღწია.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
„ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი ჩინოსნების, NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს. „დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს. სამჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივრების რაოდენობა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ხოლო მოგვიანებით, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო, მას ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოგვიანებით ქართველი მოსამართლის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;
საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის „კორუფციის არარსებობის ინდექსში“ კი, საქართველო მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა“-აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი: საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები - 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა
საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა, მათ შორის არჩევნების ჩატარების საკითხშიც.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, მიუხედავად „დიფ სთეითის“ დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანიისა.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, განსხვავებით 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების ტოტალური გაყალბებისგან, რის საფუძველზეც ძალაუფლების შენარჩუნება მოხდა.
„საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიფ სთეითს“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია, ორივე საპარლამენტო არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ რაიმე არსებითი დარღვევის შესახებ ვერავინ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, რომლის შემდგომი აუდიტიც, ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველზე შეინარჩუნა, რასაც „დიფ სთეითმა“ მწვანე შუქი აუნთო“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს - შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი ისტორიის მანძილზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა
პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლებამ ისე შეძლო მოეგერიებინა კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა, რომ არც ერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ, როცა მოძალადეთა ქმედებით ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტს“ ეხმიანება.
პარლამენტის განცხადების მიხედვით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობის მოგერიება ისე შეძლო, რომ არც ერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ, როდესაც მოძალადეების ქმედებით, ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
„საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი შეკრების უფლება. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლებამ ისე შეძლო მოეგერიებინა კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობა, რომ შეკრებების დაშლისას, არცერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ როცა მოძალადეთა ქმედებით ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი ისტორიის მანძილზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0