
ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს - თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო.
მღვდელ მონაზონი იერონიმე აღსაყდრების საზეიმო ცერემონიისთვის ამერიკის ქართული ეპარქიიდან 7 კაციან დელეგაციასთან ერთად გამოვიდა.
"ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ჩამოვედით ამერიკის ქართული ეპარქიიდან 7 კაციანი დელეგაცია. მათ შორის მთავარ ხუცესის შემადგენლობით, ეპარქიის მთავარი მდივნის, რომელსაც მე წარმოვადგენ და ამავდროულად ერთი ერის ადამიანი, რომელიც არის ეპარქიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.
გუშინდელმა კრებამ ჩაიარა საკმაოდ მშვიდობიან გარემოში, საკმაოდ ორგანიზებული იყო ყველაფერი. თითოეულმა მღვდელმთავარმა რომელიც იყო საპატრიარქო კანდიდატი წარმადგინა თავისი ხედვა. მეუფე შიომ მოკლედ შეაფასა თავისი პროგრამა/ხედვა, რომელიც მას აქვს და თქვა, რომ იგი იქნება კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გზის გამგრძელებელი, როგორც ვნახეთ ეს დღე მეუფე შიოსთვის ემოციური იყო მას ცრემლები წამოუვიდა,"- აცხადებს იერონიმე.
0
0